ხმაური იყო ბათუმის მერიასთან – მოძრაობა “გაბედე” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტებმა შენობის შესასვლელთან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოჩნდა. დაცვის პოლიციამ მისი შენობაში შეყვანა სცადა, რასაც აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
დავით გაბაიძემ ალტერნატივის წევრი ხათუნა ბერიძე შენობაში შეიყვანა და გაესაუბრა.
“თქვენ ხართ მოღალატეები, გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ” – მიმართა ხათუნა ბერიძემ დავით გაბაიძეს.
“თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი, როგორ გგონიათ, რამდენჯერაც შეიკრიბებით, დავსხდებით და იმდენჯერ შევცვლით აჭარის კონსტიტუციას? რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ” – მიმართა თავის მხრივ დავით გაბაიძემ სამოქალაო აქტივიტს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11 საათზე დაიწყო და ის ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.