აფხაზეთის ომის ვეტერანი კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
საერთოდ ცუდია როცა მამაკაცი ქალს ხელით ეხება . ეს სუსტი კაცის თვისებაა . 11 წლის წინ მომხდარ ფაქტს როცა 11 წლის შემდეგ ხდი განსჯის საგნად . არ ვიცი იურიდიულადაც თუ აქვს ძალა სარჩელს , ან ხანდაზმულობა თუ მოქმედებს ვერ ვიტყვი .დაშორების შემდეგ წლეების განმავლობაში ურთიერთობა ქონდათ (ვიდეოებს ვგულისხმობ ერათად გადაღებულს ) საზოგადოების , კულტურის სამინისტროსა და თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან ბესო ზანგურის მიმართ ქმედება სულ ცოტა სადამსჯელო ფუნქციის აღებაა საკუთარ თავზე .
სახალხო თემიდად მოგვევლინა დღეს საზოგადოება . 11 წლის წინ სასამართლოს რომ მიესაჯა ზანგურისთვის ის ამასთან შედარებით არაფერი იქნებოდა, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს. თქვენ ყოვედღე კლავთ ზანგურს . თქვენ ყოვედღე აგყავთ ის ეშაფოტზე . თქვენ ის ფსიქოლოგიურ ტერორში გყავთ . თქვენ მას სასჯელზე მეტი მიუსაჯეთ ,თქვენ მას წაართვით ყველაფერი . იმ ბიჭს რომ რაიმე დაემართოს ან სუციდი მოუწყოს საკუთარ თავს . თქვენ ყველანი ერთად იქნებით მისი მკვლელობის თანამონაწილე . თუ მან 11 წლის შესცოდა და დააშავა , თქვენ დღეს ჯალათის ფუნქციას ითავსებთ ნელ – ნელა კლავთ და მთელი უბუდურება ის არის რომ ეს სიამოვნებას გგვრით
ჩემი რჩევა ბესო ზანგურს აიყვანოს კარგი ადვოკატები და უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის კულტურის სამინისტროსა და თეატრის მხრიდან მისი დისკრიმინაციისათვის მიმართოს სასამართლოს.