მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
გავიარ-გამოვიარე ყველაზე ცნობილი “ნაცების” პროფილებზე. თვალშია საცემი, რომ იმ “ოპოების” მიმართ, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და ცერემონიის დასრულების შემდეგ სალომეს მიერ გაშლილ სუფრაზე დარჩა, გამეფებულია ზიზღი, ხოლო ლაიკების რაოდენობა ყველაზე უფრო შეურაცმყოფელი კომენტების ქვეშ დაითვლება ასეულობით.
არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მაგრამ გამონაკლისის სახით შევნიშნავ, რომ დღეს “ნაცები” სიმწრით სისხლსა ფსამენ და მერწმუნეთ, რომ ეს მათი რეაქციის სრულიად ადეკვატური შეფასებაა.
სულ ქვეყანაზე ფიქრობენ ეს ჩვენი ვაშა-პატრიოტები, აი…
გ.ლ.