“20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“ – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ფეისბუქზე.
ოპოზციონერი უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც მისი გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ითვალისწინებს.
შეგახსნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
წყარო: ptn.ge