საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეების ვითარებას დააკვირდებიან.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უკიდურესად საყურადღებოა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების ფონზე იზრდება დაწოლა სამედიცინო სექტორზე.
“ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა მანამდე 10 დღე გასავლელი გვაქვს, ვნახოთ რა მოვლენები განვითარდება“
წყარო: itv.ge