რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმების პროცესი დასრულდა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.
„მჯერა, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ თავდაცვის უნარი აჩვენა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად რეაგირებენ რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ყველა ცვლილებაზე. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დავასრულო შემოწმებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რაიონებში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს 1-ელ მაისამდე დაუბრუნდება.