ბერძენიშვილების “დინასტია” მზად არის ლანძღოს ყველა და ყველაფერი. ამჯერად კი…

ბერძენიშვილების  “დინასტია” სრულ “მზადყოფნას “გამოხატავს, ლანძღოს ყველა და ყველაფერი! ამჯერად დავით ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას,სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს:

“პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს, გიორგი რუსიტაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ. უჯიშო უწოდებია სალომეს შვილისთვის. სხვა სამხედროებსაც ემუქრებიან აღძრული საქმეებით( აფხაზეთზე განგრენა როგორ თქვაო, ამაზე გაბრაზებულებს “შეუმკიათ” სალომე.

ზუკა და მისი ოჯახი იმდენმა სახელისუფლებო ტროლმა და ბოტმა ისე უხამსად გვლანძღა და დაგვემუქრა( ლაშა ტალახაძის ჩათვლით), პროკურატურა და სასამართლო სულ მათ კანონიერ დასჯას აპირებს ხომ?))))

რა ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი…მალე, ალბათ, შემეცოდება.” – წერს დავით ბერძენიშვილი” -წერს დავით ბერძენიშვილი.

პ.ს.:სასაცილო ისაა, რომ  ბერძენიშვილებს, ლევანს, დავითს, “ზუკას”,  ვერ გაუაზრებიათ, რატომაა ნიკო ნიკოლაძის შთამომავლის,  სალომე ზურაბიშვილის ვაჟი  ‘უჯიშო”  და ვინმე რუსიტაშვილი, რომელიც გაურკვეველია რას აკეთებს უკრაინაში  “ჯიშიანი”?!