პირბადეაფარებულმა ბაიდენმა პუტინს თვალები ვერ გაუსწორა, თავი მორცხვად დაჰხარა…

მსოფლიო კლიმატის საკითხების განხილვა უმაღლეს – სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე, ინტერნეტის საშუალებით შედგა. ამ ვირტუალური სამიტის ფარგლებში სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა.

როგორც ზემოთ წარმოდგენილ ფოტოზე ხედავთ, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას ყურადღებით უსმენენ სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერები, მათ შორის, აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენს, რომლის ქმედითუნარიანობაში გარკვეული ეჭები შეაქვთ სამედიცინო ექსპერტებს, თვალები დახრილი აქვს მაგიდისკენ, სადაც ვითომ თავის დოკუმენტებს ჩაჰკირკიტებს. პუტინის გამოსვლა 7 წუთი გაგრძელდა (იხ. ვიდეო), ამ ხნის განმავლობაში ბაიდენს მეტწილად თავი ჰქონდა დახრილი.

გასაგებია, თუ რატომაც არიდებს თვალს ბაიდენი პუტინს, მაგრამ გაუგებარია, აშშ-ის პრეზიდენტი რატომ იჯდა, ყველა ლიდერისგან განსხვავებით, პირბადეახვეული.