რუსეთის და ბელორუსიის თანამშრომლობა ძლიერდება. ორი ქვეყნის ლიდერი კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს, პოზიციების შესაჯერებლად და სტრატეგიული საკითხების განსახილველად.
უკრაინის საკითხი მოსკოვის ამ შეხვედრაზეც იქნა ნახსენები (იხ. ქვევით, ვიდეოზე – 4:05 წუთიდან). რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა კიევმა არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც, უკრაინულ-რუსული ურთიერთობები დანგრევის პირას იქნა მიყვანილი. თუმცა პუტინმა მასთან შეხვედრას მოწყურებულ ზელენსკის დაუტოვა არჩევანი – სურვილის შემთხვევაში, მოსკოვში ესტუმროს მას, სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ალექსანდრე ლუკაშენკომ სიცილით აღნიშნა, რომ “ზელენსკის არ აწყენდა, იყოს უფრო დიპლომატიური”. ბელორუსიის ლიდერი კიევში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც დონბასის საკითხების მოსაგვარებლად მინსკში დაწყებული პროცესის სხვა ქვეყანაში გადატანას ითხოვენ. “ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, ჩვენ მინსკში მოვახდინეთ პროცესის ორგანიზება, რადგან მონაწილე მხარეებმა გვთხოვეს ასე. თუ არ უნდათ, ისევ შეთანხმდნენ და სხვა ქვეყანაში გამართონ მოლაპარაკებები – ჩვენთან როგორც იტყვიან ხოლმე: დედაკაცი ფურიდან ჩამოვიდა, ცხენმა თავი უფრო მსუბუქად იგრძნოო” – იუმორით გაასწორა მიწასთან ლუკაშენკომ, უკრაინის იუმორისტი პრეზიდენტი. ციტატები სრულად იხ. ვიდეოზე: