“ჩვენ, ქართველები და რუსები, ერთი სამოციქულო ეკლესია ვართ!” – მეუფე ნიკოლოზი მოსკოვის წმ. გიორგის ტაძარში

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში, რომელშიც მოსკოვის ქართული დიასპორის წარმომადგენლები დადიან, ლიტურგია ჩაატარა.

მეუფე ნიკოლოზთან ერთად მსახურობდა დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, რომელიც ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

რუსი სასულიერო პირი ფეისბუქზე წერს, რომ ლიტურგია ჩატარდა 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით.

მეუფე ნიკოლოზმა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შეახსენა საზოგადოებას:

“თუმცა ჩვენ მივეკუთვნებით სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებს, მაგრამ ეს პირობითი დაყოფაა, ეს დაყოფა მხოლოდ მიწას ეხება. ჩვენ ყველანი წევრები ვართ ერთი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა” – აღნიშნა მეუფემ თავის საეპისკოპოსო სიტყვაში.

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ძალიან კარგად მიიღეს და მისი დამსახურებები აღნიშნეს. დაწვრილებით იხილეთ ბმული.