„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახავს“ – მიშა ანდღულაძე

მსახიობმა მიშა ანდღულაძემ გადაცემა „ყვითელ ყუთში“ მშობლებზე ისაუბრა.

როგორც მსახიობმა განაცხადა, ოჯახში ხშირად გამხდარა ძალადობის შემსწრე. მამამისი მეუღლეზე, უფროსი ძმა უმცროსზე ხშირად ძალადობდნენ.

„მე 35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი პოლიციაში გამეშვა, ანუ გადამეწყვიტა, რომ ეს ადამიანი ძალადობას არ შეწყვეტს.

დედაჩემი გაფრთხილებული მყავდა, თუ კი მცირე ძალადობის ფაქტი იქნებოდა აუცილებლად ეთქვა და როდესაც, მამამ დედას ხელი მოუქნია უკვე ვეღარ მოვითმინე და დავრეკე პოლიციაში. მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი მინახავს“- ამის შესახებ “- თქვა შოუმენმა.

 

“რეზონანსი”