ამის მერე, რაღა გეკომედიება, შე უბედურო, ორი ქვა უნდა გეჭიროს ხელში და რიგ-რიგობით ირტყამდე თავში -ირმა ბეგლარიშვილი

ოღონდ როგორმე ნამახვანისკენ მიპყრობილი ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაერთოდ, არც დააყოვნეს და ახალ-ახალი გასართობი გადმოუგდეს სეირის მაყურებელ ხალხს.

ჯერ იყო და ბესო ზანგურისკენ დაიძრა აღტკინებული ჯოგი
(ერთი ქალი სიამაყით აცხადებდა, აღარ ვუყურებ სტურუას გადაღებულ ფილმებსო) ნეტა რამე გამომრჩა?:)))
მერე, მიშა ანდღულაძის ხმამაღალმა განაცხადმა, ჩემი ცოლი სხვებთან დადიოდა და ეს საქორწინო შეთანხმებაში იყოო…გაკვირვების ღიმილი მაინც მომგვარა, მიუხედავად იმისა, დიდი ხანია არაფერი აღარ მიკვირს.
კაცი იჯდე ტელევიზიაში და ამას ღიმილით ჰყვებოდე, გეფიცებით ის ქალი მართლა შემეცოდა, ვინც ამის ცოლი იყო. ამ საცოდავზე მამა ცალკე ძალადობდა (თან სექსუალურად) და ამის მერე რაღა გეკომედიება შე უბედურო , ორი ქვა უნდა გეჭიროს ხელში და რიგ-რიგობით ირტყავდე თავში.
აი, როგორ აღწევენ საქართველოში მარტო პოპულარობას კი არა,”ელიტობასაც”…
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ვიტირო თუ ვიცინო!

ირმა ბეგლარიშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი