პროგნოზი ძალიან ცუდია. მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება – პაატა იმნაძე.
პროგნოზი ძალიან ცუდია. სამწუხაროდ ჩვენ მაისის 1-2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე პირველი არხის ეთერში განაცხადა.
იმნაძე აბობს, რომ ის, რაც ქვეყანაში გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხდებოდა, მაისში განმეორდება, თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ – არ გამიყენებენ პირბადეს და თავს არ აარიდებენ დიდ სუფრებს.
“პროგნოზი ძალიან ცუდია. სამწუხაროდ ჩვენ მაისის 1-2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება. შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, პირბადეს რამდენად გავიკეთებთ, სუფრებს თავს ავარიდებთ, საფლავებზე ქეიფებს არ მოვაწყობთ, აი ამაზე იქნება დამოკიდებული, ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები მსხვერპლით გავივლით მაისის თვეს თუ სამწუხაროდ…
ჩვენ ეს ხომ გავლილი გვაქვს უკვე, ჩვენ ხომ ნოემბერი გვქონდა?! ნოემბრის ბოლო და დეკემბერი ხომ რა ხდებოდა ქვეყანაში, იგივე შეიძლება დაგვემართოს” – თქვა იმნაძემ.
წყარო: ptn.ge