გაზეთ New York Times-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს ამერიკის დროშასთან ერთად LGBTQ+ დროშის აღმართვის ნებართვა დართო.
ენტონი ბლინკენმა ტრამპის ადმინისტრაციის 2019 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმადაც, საელჩოებს ეკრძალებოდათ ამერიკის დროშასთან ერთად LGBTQ+ დროშის აღმართვა ლგბტ სიამაყის პერიოდში, რომელიც ივნისში აღინიშნება.
გაზეთი New York Times-ი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს ციტირებს, რომლის თანახმად, ამიერიდან დიპლომატებს LGBTQ+ დროშის 17 მაისამდე (ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) აღმართვა შეეძლებათ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საელჩოებს LGBTQ+ დროშის ამერიკის დროშასთან ერთად აღმართვა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ ამერიკის დროშა ყოველთვის მარტო უნდა ფრიალებდეს.