ვახო სანაიას მიერ ფეისბუქში უცნობის დედის გინებას გოგა ხაინდრავა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„ლანძღვა-გინებასთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მივმართო ვახო სანაიას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იმაზე, რომ ჟურნალისტია.
იმას, რომ საროსკიპოს წარმოადგენს და თავადაც როსკიპია, ტელევიზორში ყოველდღე ვხედავთ. გუშინ მან თავის თავს უფლება მისცა და გაჩეჩილაძეების ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. გია და ლევან გაჩეჩილაძეებს დედა აგინა. მან ამ ნაბიჯით ის სივრცე დატოვა, სადაც ცივილური ურთიერთობები არსებობს და შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში.
შეურაცხყოფის სივრცეს თავის წესები აქვს. უამრავი ადამიანია, ვინც ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო. ამიტომ, ამ ნაბიჯის მერე, ლაპარაკი იმაზე, რომ ჟურნალისტებზე რაღაც ზეწოლა ხდება, დამთავრებულია. მოლოდინი უნდა ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა იცოდეს, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოერიდოს, ვინც ამ ოჯახს პატივს სცემს, მეგობრად თვლის თავს და ძმებ გაჩეჩილაძეების მშობლებს, დედას ძალიან პატივს სცემს.
მან ეს გააკეთა საჯაროდ, შეურაცხყო გაჩეჩილაძეების ოჯახი, მინდა, საჯაროდ ვუპასუხო: ის და მისი შანტრაბა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეგროვილი, საჯაროდ მიიღებს ამაზე პასუხს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
“კვირა”