ინდონეზიაში, წყალქვეშა გემი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, წყლის ფსკერზე სამ ნაწილად გაყოფილი იპოვეს. ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა, სულ 53 ადამიანი.
BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ჩაძირვის მიზეზი. წყალქვეშა ნავი კუნძულ ბალისთან ახლოს იპოვეს.
ინდონეზიის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრების გადარჩენის შანსი არ არსებობდა. მათივე თქმით, ეკიპაჟს გემზე მხოლოდ 72 საათის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდათ.
“ნეტგაზეთი”