ა, ბატონო, კლასიკოსი მწერალი:
ქართველ რუსოფობებს და ნეოლიბერალებს …
ნაწყვეტი აკაკი წერეთელის ნაკლებად ცნობილი პოემიდან „11 ენკენის თვე“, რომელიც საქართველოს ბულბულმა 1795 წლის კრწანისის ტრაგედიას მიუძღვნა:
„კავშირი ძმური და მეგობრული…
და ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,
იყოს წყეული, ხვთისგან და კრული…
…ასე ჰფიქრობდნენ, რომ გვიანდერძეს
მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,
და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,
ეს გრძნობა გულში რომ გავინელოთ“.
და კვლავ აკაკი:
მისი ღრმა რწმენით, საქართველო რუსეთთან შეკავშირებული უნდა იყოს „სიყვარულის ოქროს ჯაჭვით“. (შვიდტომეული. ტ.VI, გვ. 264)
„ჩვენმა სამშობლომ, _ წერდა აკაკი წერეთელი 1872 წელს, _ მრავალი საუკუნის მტერთან ბრძოლის, სისხლის ღვრის, ტანჯვის და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ, თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, გადაწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. იმ ახალ პატრონს, ცხადია, იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და ამიტომაც მიიღო ის თავის მფარველობაში“.
და ისევ გენიალური „ცაფირუზ ხმელეთ ზურმუხტოს“ ავტორი: „როცა ჩვენმა წინაპრებმა თქვენ, რუსები მოგიწვიეს, _ თქვა აკაკიმ კ. ბალმონტის საპატივცემლოდ გამართულ ბანკეტზე 1914 წელს, _ მაშინ ჩვენ, შვილიშვილებს გვიანდერძეს: არ დავივიწყოთ სტუმართმოყვარეობა, გვიყვარდეს რუსები, ვიმეგობროთ მათთან და განუყრელად ვიაროთ ერთი გზით“.
ნონა შარაბიძე; სოციალური ქსელი