როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი ძალა აქვთ, ვიდრე სამინისტროებს, რაზე უნდა ილაპარაკო?!

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში გამართულ საექსპერტო შეხვედრაზე ისტორიკოსმა ვიქტორ ცაავამ ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნების მიერ მართულ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ გავლენაზე საქართველოში:

“ქვეყანაში, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, უფრო მეტი ძალა აქვთ, ვიდრე სამინისტროებს, რაზე უნდა ილაპარაკო?!..

საქართველო ოკუპირებულია. ნებისმიერი სფერო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ანექსირებულია უცხოელების მიერ” – აღნიშნა ვიქტორ ცაავამ.