მიჩნდება ეჭვი, რომ ნიკა მელიამ ახალი დავალება მიიღო – რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ არათანმიმდევრულად, უპასუხისმგებლოდ უდგებიან ნებისმიერ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, ეს ფერისცვალებაც უხერხულია მისი მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა კი მიჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო და იმის ფარგლებში მოქმედებს”,- ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას

“ამნისტიის კანონი არ არის გირაოს ალტერნატივა. ამ საკითხებს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ეს იქნება შეთანხმების გასვლა. ეს დაუშვებელია. მსგავს განცხადებებს აკეთებენ სასოწარკვეთილი ადამიანები ან ისინი, ვისაც სურთ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკების ფორმატში და შედეგებში” – განაცხადა იოანათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

წყარო: bm.ge