პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას დღეს დაამტკიცებენ

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაამტკიცებენ. არჩილ თალაკვაძეს კახა კუჭავა ცვლის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პარლამენტის მეოთხე თავმჯდომარე გახდება.

კუჭავას კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

თანაგუნდელების გარდა, ცნობილია, რომ მას საპარლამენტო ოპოზიციიდან პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოთხივე დეპუტატის მხარდაჭერა ექნება. ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეებს“,რაც შეეხებათ, „გირჩის“ წევრებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

 

“იმედინიუსი”