შარლ მიშელი: თურქეთთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება რთული იქნება, თუ იქ ავტორიტარიზმი შენარჩუნდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ თურქეთთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება რთული იქნება, თუ თურქეთში ავტორიტარიზმი შენარჩუნდება.
“ჩვენ ღრმა შეშფოთება გამოვხატეთ ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, სტამბოლის კონვენციიდან გასვლა, აგრეთვე გამოხატვის თავისუფლება ან პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დევნა” – აღნიშნა მიშელმა.
წყარო: itv.ge