გურიის რეგიონში ინტენსიური თოვა გრძელდება. გზების გაწმენდით სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში ანხორციელებენ.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ყველა ძირითად გზაზე მოძრაობა კონტროლს ექვემდებარება და გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის დასაშვებია, თუმცა კვლავინდებურად დაკეტილი რჩება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შუხუთი-აცანას დამაკავშირებელი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი. უამინდობამ გზაზე შეფერხებები გამოიწვია აჭარაშიც.
“საათი და 20 წუთია ბათუმიდან მოვდივართ 3 კილომეტრის მანძილს,”- აცხადებს გზაზე მყოფი მძღოლი
შპს “გზამშენი თვრამეტის” ინჟინრის ვახტანგ ჭანტურიას თქმით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება:
“ინტენსიურად თოვს დილიდან, თითქმის სტიქიაა ისეთი მდგომარეობა არის შეძლებისდაგვარად ყველა მიმართულებით ვწმენდთ გზებს. გაგრძელდება მარილის მოყრა და თოვლის წმენდა შესაბამისად,”- განაცხადა ჭანტურიამ.