“წარმოიდგინეთ, თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ სცემენ პატივს და თქვენ ვეტერნებს 22 ლარს უხდით- სირცხვილია!!!”

სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გოჩა სარალიძე, რომელმაც სპეცრაზმში 18 წელი იმსახურა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიზიკურად შრომობს. სარალიძე საინტერესო ისტორიას ყვება, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:

კანზას სიტიში ვარ, ვოლმარტში შევედი რაღაცის საყიდლად და ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვერ ვიპოვნე რასაც ვეძებდი. ერთ ამერიკელს დახმარება ვთხოვე. ძვლივს გავაგებინე რა მინდოდა.ჰოდა ეს ამერიკელი მეკითხება სადაური ხარო. საქართველოდან-მეთქი და არ გამიგიაო,სანამ მაძებნინებდა ცოტა ლაპარაკს მოვყევით და ბოლოს მკითხა შენ ქვეყანაში რას საქმიანობდიო. ვუთხარი მთელი ცხოვრება სამხედრო ვარ -თქო და ძალიან ესიამოვნა. ბოლოს მაპოვნინა ის ნივთი და თბილად დამემშვიდობა. მე კიდევ რაღაცეები ავიღე ასე 200$ ფარგლებში და სალაროს რიგში ჩავდექი. აქ მოვიდა ვოლმარტის თანამშრომელი,გამიყვანა და მეუბნება.

აქ გაატარეთო გავატარე და მომიწია 220$. ბარათი რომ ავიღე მოლარემ მითხრა, არაა საჭირო, კაცი თქვენ რო გელაპარაკებოდათ მან გვითხრა რამდენისიც არ უნდა აიღოს ფული არ გადაახდევინოთ ჯარისკაცია და ჩეკი მისამართზე გამომიგზავნეთო.

აი, რაღაც ტკივილამდე მესიამოვნა თან დავიბენი. წარმოიდგინეთ, თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ სცემენ ეგენი პატივს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
და თქვენ ვეტერნებს 22 ლარს უხდით სირცხვილია !!

წყარო