წყალი შეუწყდება წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთსა და კოჯორს

თბილისში, ვაკის და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექნიკური სამუშაოების გამო თითქმის ერთი დღე-ღამით უწყლოდ დარჩება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 28 აპრილს 22:00 საათიდან 29 აპრილის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ნაფეტვრების გზის ქუჩას, უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს, ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში – ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.

გათიშვის მიზეზად დასახელებულია აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ბაგების სატუმბო სადგურზე.

:სოუტნიკი”