აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29 აპრილს დაიწყება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
“პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პირველ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge