შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე დღით სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული დაისვენებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილი, 1, 2 და 3 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღეებად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: report.ge