ჰკითხეთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილებს, რა ურჩევნიათ, რუსეთისთვის ზურგის შექცევა თუ მოლაპარაკება?

როდის მივხვდებით ქართველები, რომ დროშების ფრიალით, გაუმარჯოს ძახილით, ქუჩაში დგომით და მოლაპარაკებების წარმოებით, თვეების მერე დანიშნული საპროტესტო აქციებით, იმასთან არ დავდგები, ეს აქ არ მოვიდეს დამოკიდებულებით რომ საქმე ა რ კეთდება, ა რ ა!!!!!

ისე მაინც გადაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, არ გაინტერესებთ რა და როგორ მოხდა 1988 წლის თებერვლიდან დღემდე?

არ გაინტერესებთ სად და რა შეცდომები იქნა დაშვებული?

რუქებს დახედეთ და კარგად დაფიქრდით რა გეოგრაფიულ არეალში ვცხოვრობთ! ერი სანამ არ გაერთიანდება, სანამ ქვეყნის ჭირი ყველას ჭირი არ იქნება, სანამ ასე დაქსასულები საზღვარს შიგნით თუ საზღვარს გარეთ, გზააბნეული ცვხრებივით ვირბენთ აქეთ იქეთ, მანადმე არაფერი არ გვეშველება….

30 წელია წრეზე ვტრიალებთ და კიდევ 30 ასე ვიტრიალებთ!!!

ყველაზე დიდი შეცდომა რუსეთთან დიალოგის არ ქონაა!!!

ჰკითხეთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით ლტოლვილებს, ჰკითხეთ მათ რა ურჩევნიათ, რუსეთისთვის ზურგის შექცევა თუ მოლაპარაკება?

ყველაზე მეტად ის ხალხი დაზარალდა, დაკარგეს საყვარელი ადამიანები, სახლ-კარი და ყველაზე მეტად მათ სურთ რუსეთთან პოლიტიკურად სიტუაციის დალაგება (მეც მათ შორის)!!!

სანამ ერი და ბერი არ შეიგნებს, რომ არაფერი სხვისი ბრალი არაა, რომ ეს მთავრობები ჩვენივე არჩეულია, რომ სანამ თვალებს დახუჭავ პატარა შეცდომებზეც კი, მანადმე ვიქნებით ასე,!!!

დღეს ხომ რიონის ხეობის პროტესტის მონაწილეები ხელში ატაცებული გყავთ, ხვალ თქვენვე აცვავთ ჯვარზე, იმიტომ რომ არც ის პროტესტია ბოლომდე გააზრებული! ერთი სიტყვით, სანამ ქართველი ერი შინ და გარეთ გონს არ მოვა, მანამდე ვიძახოთ პერიოდულად ჯოს, ჯოს და ავშენდებით ოცნებებში!!!!

Nana DS; სოციალური ქსელი