მე კი ვზივარ და ვფიქრობ…რა უნდა გადაგიხადონ იმის ფასი, რომ სამშობლო გადაიწონოს?!- ირმა ბეგლარიშვილი

მახსოვს, ამ პანდემიის დასაწყისში, აღფრთოვანებული ხალხი “შესანიშნავ სამეულს” აივნებიდან ტაშს როგორ უკრავდა, მადლიერების ნიშნად…
მაშინ ხალხმა მადლიერებით ლამის ლუგარის ლაბორატორიაზე დაიწყო ლოცვა.

გულდაწყვეტილი მივჩერებოდი ამ ყველაფერს და ჩემი
ხალხის გულუბრყვილობა მტკიოდა. ჰო, მტკიოდა…თურმე მადლობა უნდა გვეთქვა ლუგარის ლაბორატორია რომ გვქონდა და “ამის პატივი გვერგო…როგრორ “ვუყვარდით” ამერიკელებს, რომ ამხელა ლაბორატორია გვაჩუქეს.
მაშინ გულმოსულმა დავწერე, ნეტა ეკლესიის გუმბათს არ დაადგავდეთ ამ ლუგარის ლაბორატორიას და ლოცვას არ დაიწყებდეთ-მეთქი, და გული მიგრძნობდა, იმ”სამეულს” ხალხი მალე გინებას და ლანძღვას დაუწყებდა.
ერთმა თავგადადებულმა “სამეულის ” მეხოტბემ, ხელისგულები რომ ტაშით ჰქონდა გადატყავებული, ავად შემომიტია, რეებს ბოდავო. მანამდე მეგობრებში გაყუჩებული ხმას არ იღებდა, და უცბად ავად გამომეპასუხა.
იმის მერე წელიწადზე მეტი გავიდა და ტაში კი არა…მხოლოდ გინების ხმა ისმის გარშემო.
-მე კი ვზივარ და ვფიქრობ…რა უნდა გადაგიხადონ იმის ფასი, რომ სამშობლო გადაიწონოს?!
“არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს…”
მაშინ ადამიანები არ ინდობდნენ იმათ, ვინც მცირე ეჭვს გამოთქვამდა, ვისაც არ სჯეროდა…
დღესაც იგივე გრძელდება.
სულ მალე აცრიელებს დააწყეებინებენ დევნას აუცრელებზე…
ამ ყველაფრის შემოქმედი კი, იჯდება და იცინებს ისევ…
მეორე მსოფლიო იმის დროს , იაპონიის იმპერატორს, რომელიც ბიოლოგი იყო სპეციალობით, ჩინეთში ჰექტრობით მიწაზე უზარმაზარი ლაბორატორიები ჰქონდა გადაჭიმული. სადაც ექსპერიმენტებისთვის ცოცხალ ადამიანებს იყენებდნენ, ათიათოსბით ჩინელს.მათ მორებს ეძახდნენ. და თუ ერთი ექსპერიმენტის დროს ცოცხალი გადარჩებოდა, მას შემდეგი ექსპერიმენტისთვის იყენებდნენ.
ექიმები ცივი გონებით და არნახული სისატიკით აკეთებდნენ ამას. ისე რომ სიბრალულის გრძნობასაც არ გრძნობდნენ ამ ადამიანების მიმართ. გაუმტკინვარების გარეშე რომ საშინელ ცდებს უტარებდნენ ცოცხალ ადამიანებს…
ახლა მსოფლიო მგონია გადაქცეული ასეთ ლაბორატორიად…
არ ვიცი, რას შეჰპირდნენ, “საქართველოს მთავრობას” ისეთს, რაც საქართველოზე ძვირფასია.
საოცარია, ამ პატარა ქვეყანას, არაფერი და არავინ ჰყავს “თავისი..”
არც “ხელისუფლება, “არც “უფლებადამცველი,” არც “წესრიგის დამცველი…”
ყველა გარედან დასმული და იმ გარედან დამსმელის ნების გამტარებელია. საკუთარ ქვეყანას რომ ცოცხალი
ადამიანივით ათლის სხეულზე ხორცებს.
მკვლელებს გარეთ უშვებენ და თან ხალხს დასცინიან.
ხალხმა ისევ ბარაბა არჩია და… ქრისტეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა!

ირმა ბეგლარიშვილი; სოციალური ქსელი