რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება – ივანე ჩხაიძე

Sinopharm-ისა და Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

“ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევაშია შეფასებული. Sinopharm-ი ამ მხრივ აღემატება ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებლით Sinovac-ს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამიზნე ზღურბლი – 50%-ზე მეტი გადალახულია. ასე რომ, ვფიქრობ, დღეისთვის ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება” – განაცხადა ჩხაიძემ.

წყარო: ptn.ge