შესაძლებელია “სინოფარმის“ აღიარების პროცესი გადავადდეს, თუმცა უარს არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტმა თუ განაცხადა, რომ მათთვის საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული არ არის და დამატებით ინფორმაციისთვის მოითხოვეს ერთი ან ორკვირიანი ვადა კომპანიისგან, შესაძლებელია, ამან გავლენა მოახდინოს და ბევრი რეგისტრირებული ადამიანი აღიარებას დაელოდოს.
“თუმცა ის, რომ ვაქცინაციის აღიარების პროცესი მივიდა სხდომის ჩანიშვნამდე, ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი საქმე უკვე შესრულებულია. ამ ზომამდე ჯერ ვერ მივიდა „მოდერნაც“ კი. დახურული სხდომების რეჟიმში განიხილებოდა რამოდენიმე კვირის და თვის განმავლობაში და ეს ღია ტიპის სხდომის ჩანიშვნა ხდება საბოლოოდ. ამიტომ დიდი ალბათობით, ის გადაუდებელ ავტორიზაციას მიიღებს, ან შეიძლება, რამდენიმე კვირით გადავადდეს” – განაცხადა კულუმბეგოვმა.
წყარო: ptn.ge