მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 20 წლამდე ასაკის გოგონაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე იპოვა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო: itv.ge