უცნობი: ქართველი საზოგადოება ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვიმყოფებით

უცნობის იგივე გია გაჩეჩილაძის თქმით, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პატიმრობაში დატოვება არის ჟურნალისტების ფსიქოლოგიური ტერორის შედეგი.

“სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ამ აღდგომა დღესასწაულზე ეს ბავშვები დატოვეს საპატიმროში. სამწუხაროდ სანაია ასამართლებს ხალხს. ჩვენ სულ ყველა ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვიმყოფებით. გამწარებული კაცი სანაიას მესიჯს გაუგზავნის თურმე ამ ბიჭების ბრალია. თქვენ გადაწყვითეთ გარეთ ვის უშვებენ და შიგნით ვის ტოვებენ. სანამ ერთნი არ ვიქნბით ესე გაგვიკეთებენ სულ ყველას. ამ ქვეყანაში კანონი არის ტელევიზია, რასაც ტელევიზია გადაწყვეტს. ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის”,- ამბობს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ რომ, ვახო სანაიაზე თავდამსხმელები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.