“უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია. მისი დაკავება არა მარტო ქართული პოლიტიკური რეალობისთვის არის მიუღებელი – ეს არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს” – მიიჩნევს ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი და ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
“მაშინ, როცა /საქართველოს საერთაშორისო/ პარტნიორებმა ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა, მაშინ, როცა თითქოს ამ მიმართულების მოსაგვარებლად იქ ჩასულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ერთი და იმავე საქმისთვის პოლიტიკოსს ასამართლებს, ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისთვის, რომ საერთოდ არ აინტერესებთ დასავლეთის აზრი. ასეთი ნათელი გზავნილი, რომ თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, დასავლელი პარტნიორებისთვის არც ერთ ხელისუფლებას არ გაუგზავნია” – აღნიშნა თავის კომენტარში გიორგი მარგველაშვილმა.