დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ერთი შენიშვნა უკვე მივუძღვენი ”პოლიტპატიმრების” ვაი-თემას!
დღეს ეს ფარსი უკვე აღსრულებულია!
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ პოლიტიკანური მიზნით იქნა დაკნინებული:
ამ ხელმოწერას სჯობდა გადამდგარიყო!
ის თაღლითები, კი – ე.წ. პოლიტიკური ლიდერები
(მეტი ცხვირი დაგიმშვენდა, ლიდერები და პოლიტიკოსები თქვენ არ იყოთ!
არა!)
უკვე გულისამრევი და საზიზღრები ხართ!
იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი შეგრჩებათ!
ასეც იქნება, თუ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს! აი, მაშინ შეგრჩებათ და ყველაფერს აკეთებთ, – ეს სახელმწიფო რომ არ იყოს, ანდა იყოს, დაქცეული, დაკნინებული და მიწასთან გასწორებული ხალხით!
არ შეგრჩებათ!
უტიფარი ფრაზეოლოგია გამოიყენეთ ე.წ. ”პოლიტპატიმრებთან” დაკავშირებით!
საკუთარ განაჩენს მოაწერეთ ხელი!
თქვენ ხართ ხალხი, რომელიც დასცინით დაბრმავებულ და იდეოლოგიით განადგურებულ ხალხს!
დასცინით… რაღაც დრომდე!