განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, ამ კვირაში, სკოლებში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან დადგენილი წესები.
„ამ კვირაში სკოლებში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია. დღეიდან უქმე დღეები დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართოთ, რომ დაიცვან ყველა ის წესები და რეგულაციები, რომლებიც დადგენილია იმისათვის, რომ 13 მაისს ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გაგრძელება საკლასო ოთახებში შეძლონ,“ – განაცხადა დგებუაძემ.
“პრაიმტაიმი”