თამარ გაბუნია – “სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

“სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „სინოფარმი“ დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ptn.ge