ზუგდიდში ვანდალებმა საფლავი გაქურდეს

ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე რეზო ლაგვილავას საფლავი გაქურდეს. ამის შესახებ ლაგვილავას ემიგრაციაში მყოფი მეუღლე, ელისო მაჭავარიანი წერს.

“აი, ჩემი საქართველო რას დაემსგავსა. ჩემი მეუღლის საფლავზე სააღდგომოდ გრანიტის ქვა მოიპარეს. გული გასკდა, რატომ?“ – წერს გარდაცვლილის მეუღლე.

„ავიდნენ სასაფლაოზე ელისოს ძმა და რეზოს სიდედრი, კორკოტო აჰქონდათ და უზარმაზარი სკამის გრანიტის წითელი ქვა, რომელიც ტატომ მამამისის სახელზე ერთი წლის წინ გააკეთებინა, წაღებული დახვდათ“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

რეზო ლაგვილავა 2004 წელს გარდაიცვალა. მეუღლე ელისო მაჭავარიანი მოსკოვში ცხოვრობს,ხოლო ერთადერთი ვაჟი, ტატო ლაგვილავა, ასევე ემიგრაციაშია ისრაელში.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

წყარო: itv.ge