სუბარი – ტინგიცობაა პარლამენტში, ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ვითომ შეთანხმებას ასრულებენ

ტინგიცობაა პარლამენტში. ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ვითომ შეთანხმებას ასრულებენ. ეს იყო მათი მიზანი – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ოპოზიციის სანახევრო ბოიკოტს მოჰყვეს რაიმე სახის რეაგირება, სუბარმა განაცხადა, რომ რეაგირება ვერ იქნება, თუ ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. სუბარის განმარტებით, კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს. უმრავლესობის დეპუტატმა დასძინა, რომ თუ პარლამენტში შევლენ, მაგრამ სხდომებს გააცდენენ, ამ შემთხვევაში შესაბამისი ბერკეტები ამოქმედდება.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია ძალიან ბედნიერია, რომ უმრავლესობამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

“მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ – ტინგიცობაა პარლამენტში, ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ხან რაღაც სიტყვას ისვრიან და ისევ გარეთ გავარდებიან. ხან ბოიკოტის რეჟიმში არიან და ხან ისევ შემოდიან, ვითომ შეთანხმებას ასრულებენ. ეს იყო მათი მიზანი, რადგან სერიოზულ საპარლამენტო მუშაობას სჭირდება სერიოზული მიდგომა და ინტელექტი, გამოცდილება. როგორც ჩანს, ამის ნაკლებობას თავის თავში ხედავენ. საზოგადოება მათ სახეს კარგად ხედავს. მე მაინც მოვუწოდებდი, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ეს არა მარტო მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება იქნება, არამედ ქართველი ამომრჩევლის წინაშე დადებული პირობის შესრულება“ – განაცხადა სუბარმა.

წყარო: bm.ge