ლაზარე მუცელზე მაზის, სპეციფიურად შეკრული ხელებით გულის მასაჟს მიკეთებს და თან პულსს მისინჯავს… -ნინო ლაბარტყავა

ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავცრელებს:

მართლა თამამად ვამბობ, რომ საოცრად მაგარი შვილი მყავს… სულ რაღაც 12 წლის არის თან…
დღეს საშინლად ცუდად გავხდი სამსახურში, სიბრძნის კბილი ამტკივდა და ვერაფრით გავიყუჩე. ეს ტკივილები გულზე გადამივიდა და ვალიდოლი დავიდე ენის ქვეშ (მადლობა ჩემს თანამშრომლებს, ძალიან ყურადღებიანები და კარგები რომ არიან ♥️♥️? ) მოკლედ, წავედი სახლში, სხვა გზა არ იყო. გზაში კიდევ დავლიე ძლიერი გამაყუჩებელი და ვფიქრობდი, რომ როცა მივიდოდი, უკვე გაყუჩდებოდა აუტანელი ტკივილი… მაგრამ სულ ტყუილად… გამამწარა, გამაგიჟა… წამოვწექი საწოლზე, ლაზარე გვერდით მეჯდა, მესაუბრებოდა და ამდენი ტკივილისგან უცებ გავითიშე, გონება დავკარგე… ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მესმოდა საერთოდ…
და დედაჩემი მიყვება, რა გააკეთა ამ დროს თურმე ლაზარემ…
ჯერ დედა, დედას მეძახდა, მაგრამ რეაქცია არ მქონია არანაირი. ამ ძახილზე დედაჩემი შემოვარდნილა ოთახში და რას ხედავს: ლაზარე მუცელზე მაზის, სპეციფიურად შეკრული ხელებით გულის მასაჟს მიკეთებს და თან პულსს მისინჯავს…
თან პერიოდულად მაჯანჯღარებს და ისევ დედა, დედას მიყვირის…
დედაჩემი რომ შემოსულა ოთახში, ლაზარეს უთქვამს გონება დაკარგაო, თვითონ გარეთ გავარდნილა და 112-ში დაურეკავს… ყველაფერი აუხსნია ოპერატორისთვის, მოუყოლია რა ხდება, რა მჭირს… ყველაფერი რა… მოკლედ, სასწრაფოც გამომიძახა და უკან შემობრუნებულა, რომ ისევ გულის მასაჟი ჩაეტარებინა ჩემთვის, მარა ამასობაში მთელი სამეზობლო იყო უკვე ჩემთან და რას აღარ აკეთებდნენ, რომ გონზე მოვსულიყავი…
ყველას დიდი მადლობა! ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას ♥️ მეზობლებს უდიდესი მადლობა ♥️ სასწრაფოს ექიმებს ხომ ცალკე დიდი მადლობა ♥️
მაგრამ, ყვეელაზე დიდი მადლობა ჩემს შვილს იმისათვის, რომ ასეთი მაგარი ბიჭია♥️♥️♥️ არც დაბნეულა, არც ტირილი დაუწყია, არც პანიკაში ჩავარდნილა – ადგა და პირდაპირი გაგებით, დახმარება გამიწია…
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გვერდში საუკეთესო ბიჭი მყავს ლაზარეს სახით ♥️♥️ მობილიზებული, ასაკთან შედარებით გაცილებით მეტის მცოდნე, თანამგრძნობი და საიმედო ადამიანი…
დღეს ჩემს ლაზარეში კიდევ საერთოდ სხვა თვისებები დავინახე და უბედნიერესი ვარ! ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი გასაჭირში მეც დამეხმარება და სხვასაც, როგორც მას ეს შეუძლია და შეძლებს! ლაზარეს სახით ერთით მეტი საიმედო და კეთილი ადამიანი გვყავს ამ ქვეყანაზე და მაპატიეთ, თუ ცოტა ხმამაღლა ნათქვამი გამომდის…
ასეა, მართლა და ბედნიერი ვარ, რომ ასეა ♥️♥️