მხეცთა კრებული ფიზიკურად სუსტ ლიდერს არასოდეს გაყვება, ქართველთა კრებული, კი, სწორედ გონებრივად სუსტ ლიდერს მიყვება…- ჟორა გაბრიჩიძე

ჟორა გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

1. ქართველთა კიდევ ერთი უცნაურობა: ღვინის მომყვანი
და გამნადგურებელი (ყანწით მსმელი) ერთნაირად
უყვართ.
2. გასროლილი ტყვია, ერთ კაცს ჰკლავს, გასროლილი
სიტყვა კი ათასებს, არა სწორია ტყვიის მსროლელი
დამნაშავე იყოს, ხოლო სიტყვის მსროლელი, საზოგადო
მოღვაწე.
3. მხეცთა კრებული ფიზიკურად სუსტ ლიდერს არასოდეს
გაყვება, ქართველთა კრებული კი სწორედ გონებრივად
სუსტ ლიდერს მიყვება.
4. საქართველოში თანამდეგობაზე მოსახვედრად მარტო
მლიქვნელობა არ კმარა, გვარიანად გამოშტერებული და
ზარმაციც უნდა იყო, ე მანდ მუშაობა არ მოგინდეს.
5. სოფლიდან ახალგაზრდები თბილისში მოდიან
სწავლობენ და რჩებიან, თბილისელი ახალგაზრდები
ევროპაში მიდიან სწავლობენ და რჩებიან, ასე იცლება
სოფელი, თბილისი და საქართველო.