რუსეთს იშვიათად ვახსენებ, რადგან ბევრ ჩემს მეგობარს ეს ქვეყანა ნამეტნავად ეჩხირება ყელში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, უფრო სწორად, ყველამ უნდა ვაღიაროთ…- რუსუდან კოტაშვილი

რუსეთს იშვიათად ვახსენებ, რადგან ბევრ ჩემს მეგობარს ეს ქვეყანა ნამეტნავად ეჩხირება ყელში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, უფრო სწორად, ყველამ უნდა ვაღიაროთ:

რუსეთმა შექმნა მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, მას 99.9 % -იანი დაცვა აქვს, რუსეთში შეზღუდვები მოხსნილია, პირბადეს მხოლოდ დიდ მაღაზიებში იკეთებენ, ტრანსპორტში თავისუფლად მგზავრობენ, იქ ძალიან ბევრი გერმანელი და ფინელი ჩამოდის და იცრება რუსული სპუტნიკით. მოგეხსენებათ, სულ სამი ვაქცინა ვაქცინაა: სპუტნიკ 1, სპუტნიკ 2 და სპუტნიკ 3. აცრის პირველ ეტაპზე კეთდება სპუტნიკ 1, სამი კვირის შემდგომ სპუტნიკ 2. რაც შეეხება სპუტნიკ 3-ს, ამ ვაქცინით მოხუცებს სცრიან . ვისაც გადატანილი აქვს კორონა ვირუსი, მას მხოლოდ ერთ აცრას უკეთებენ – სპუტნიკ 2-ს, რადგან რუსი მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადამიანს უკვე გამომუშავებული აქვს ანტისხეულები და ორ ეტაპად აცრა აღარ სჭირდება. ასეთი მიდგომა ლოგიკასთან უფრო ახლოა, ვიდრე ის, რომ ყველასათვის, განურჩევლად იმისა, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ვირუსი, ერთი და იმავე დოზის გაკეთება. სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზით ჩვენი ხელისუფლება არც აპირებს სპუტნიკის შემოტანას, სამაგიეროდ ისეთი ვაქცინა შემოაქვს, რომელსაც ავტორიზაცია ჯერ არც აქვს გავლილი. ასეთი დაუნდობელია პოლიტიკა, რომელსაც უგუნური მმართველები ქმნიან, ბრიყვები კი მხარს უბავენ.

რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი