თალაკვაძე – ამნისტიის კანონს განვახორციელებთ იმ ფორმით, როგორც ეს ხელმოწერილ დოკუმენტშია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონს განახორციელებს იმ ფორმით, როგორც ეს ხელმოწერილ დოკუმენტშია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში.

“ამნისტიის კანონი არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას, რასაკვირველია, განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორ ის იყო ხელმოწერილი. სხვა ინტერპრეტაციებისთვის ადგილი არ არის და არც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც ასევე პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში, რათა ერთად შევძლოთ იმ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ ვითარება პოლიტიკური დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე. შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება მოგვიწოდებს იმისკენ, რომ შევძლოთ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში” – განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: ptn.ge