თბილისის მერიამ ვაშლიჯვრის ფერდობზე ოპერატიული და დროული პრევენცია განახორციელა – ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ვაშლიჯვრის ფერდობზე ოპერატიული და დროული პრევენცია განახორციელა.
“ამ დილას ადგილზე ასეულები იყვნენ ექსპერტები და კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არაა დაქანება მეწყერსაშიშ ზონაში“ – აცხადებს ზარქუა.
ამასთან, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გუშინ ღამით მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე რაიმე საფრთხე არ შეუქმნია.
წყარო: ptn.ge