რა ასაკის იყო და რა ვითარებაში გარდაიცვალა ბათუმელი ირმა გო­გი­ტი­ძე

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით “ლელო სა­ქარ­თვე­ლოს” ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირმა გო­გი­ტი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ირმა გო­გი­ტი­ძის “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე, გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოს­ტებს წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბიც.

“დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათ­ჯერ მა­ინც შე­მო­ი­ხე­დავ­და ოთახ­ში: რამე ხომ არ გინ­და, ჩემო ოქრო, ჩემო სი­ცო­ცხლეო?

შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი ამ­დენ სიყ­ვა­რულს, სით­ბოს და მზრუნ­ვე­ლო­ბას გას­ცემ­დეს – ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ წაგ­ვარ­თვა, პირ­ვე­ლად მო­ვი­და ასე ახ­ლოს და თან ისე­თი გოგო გა­მოგ­ვა­ცა­ლა, მთელ ქა­ლაქს რომ ეტ­კი­ნა. აღ­დგო­მას გი­ლო­ცავ, ირ­მა­კო, მჯე­რა, ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე შე­ძე­ლი შენი გო­გუ­ნი­ას გა­ხა­რე­ბა, რო­მელ­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად, დიდი სიყ­ვა­რულ სა­უბ­რობ­დი. შენს დე­დი­კოს, შენს ლენ­კა­სა და ზუ­კას გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეს უფალ­მა, ჩვენ­თან კი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი. მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო აღ­დგო­მა გა­თენ­და ჩვე­ნი ირ­მა­კოს­თვის ამ დღეს, 17 აპ­რილს, 55 წლის გახ­და”, – წერს ეკა­ტე­რი­ნე და­ვი­თა­ძე.

შე­გახ­სე­ნე­ბეთ, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში 55 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი 23 აპ­რილს და­უ­დას­ტურ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა უსიპ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ფაქტს სწავ­ლო­ბენ.

“გარ­დაც­ვლი­ლია 55 წლის ქალი, რო­მელ­საც თა­ვი­დან აღე­ნიშ­ნე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ცხე­ლე­ბის ანამ­ნე­ზი. 23 აპ­რილს, და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია. 24 აპ­რილს მო­თავ­სდა ერთ-ერთ კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში. 26 აპ­რილს ჩა­უ­ტარ­და პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი.

პა­ცი­ენ­ტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტო­მო. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ სა­ღა­მოს 21.30 სას­ტუმ­რო­ში ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოვ­ლი­სას პა­ცი­ენ­ტი იყო სტა­ბი­ლუ­რად, სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. დი­ლით, 12:00 სა­ათ­ზე და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ მოხ­დე­ბა ფაქ­ტის შეს­წავ­ლა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

 

“რეზონანსი”