პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებს

შსს-ს ცნობით პოლიცია მთელს საქართველოს ტერიტორიაზე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებს.

მთავრობის დადგენილებით, 2-4 მაისს სასაფლაოებზე შესვლა აკრძალულია და დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.  აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

მართლმადიდებლები ტრადიციის თანახმად აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოებზე მიდიან და მიცვალებულებს პატივს მიაგებენ. მთავრობამ ამ შეზღუდვის მიზეზად  კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა.

ამ შეზღუდვების გამო მოქალაქეების ნაწილი სასაფლაოებზე შაბათს, აღდგომის წინა დღეს მივიდა.

სასაფლაოებზე მისვლის შეზღუდვა მთავრობამ გასულ წლის აღდგომის დღესასწაულის დროს დააწესა პირველად.

 

“ნეტგაზეთი”