მსოფლიო მილიარდერების რეიტინგი Forbes-მა პირველად 1987 წელს გააკეთა. მას შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდართა დაყოფა იმ სფეროების მიხედვით მოხდა, სადაც მათ მილიარდები გამოიმუშავეს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სფერო ჯანდაცვაა, სადაც პირველ ათეულში ჩინეთის მოქალაქეები ლიდერობენ.
გთავაზობთ, ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს Forbes Real Time-ის მიხედვით:
ჯიანგ რენშენგი და ოჯახი – 30 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)
ჯიანგ რენშენგი ხელმძღვანელობს შენზენში დარეგისტრირებულ ბიოლოგიური პროდუქტების ვაქცინების კომპანია Chongqing ZFSW -ს, რომელიც ცნობილია როგორც Zhifei.
ცნობილი კომპანიის, Merck -ის დიდი ხნის პარტნიორმა, Zhifei- მ 2018 წელს, აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის გაყიდვის უფლება მოიპოვა. კომპანია ასევე აწარმოებს ტუბერკულოზისა და კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო საკუთარ ვაქცინებს.
ლი ქსიტინი – 26,1 მილიარდი დოლარი (სინგაპური)
ლი არის სამედიცინო მოწყობილობის მიმწოდებელი კომპანიის, Shenzhen Mindray Bio-Medical Electronics- ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. კომპანია, რომელიც 1991 წელს დაარსდა, წინამორბედის მსგავსად შენჟენში მდებარეობს.
ასევე მილიარდერია, Shenzhen Mindray-ის თავმჯდომარე ქსუ ჰანი.
ლი ფლობს ბაკალავრის დიპლომს ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.
კოვიდ -19 პანდემიის დროს, Mindray -მ მძიმედ დაზარალებულ რაიონებს, ვუჰანსა და ჩრდილოეთ იტალიას, საავადმყოფოებს 4,6 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა შესწირა.
ქსუ ჰანგი – 23,5 მილიარდი დოლარი (ჰონგ-კონგი)
ქსუ ჰანგი სამედიცინო აპარატების მიმწოდებელი Mindray Medical International- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
მილიარდერი ფლობს ბაკალავრის დიპლომს კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში.
ჩენ ბანგი – 21,2 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)
ჩენ ბანგი ხელმძღვანელობს ჩინეთის უდიდესი თვალის კლინიკის ქსელს, Aier Eye Hospital Group- ს, რომელშიც 260 დაწესებულებისგან შედგება.
ჯგუფი ასევე ფლობს 80 სავაჭრო ობიექტს შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ჰონგ კონგში, მათ შორისაა Wang Vision Institute ნეშვილში. Aier Eye Hospital-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ჩინეთის ცენტრში, ხუნანის პროვინციაში.
ჟონგ ჰუიჯუანი – 18,1 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)
ჟონგ ჰუიჯუანი სათავეში უდგას ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიას Hansoh Pharmaceutical, რომელიც ონკოლოგიურ, ფსიქოაქტიურ, ანტიდიაბეტურ და სხვა მედიკამენტებს აწარმოებს.
ჟონგის მეუღლე, სუნ პიაოიანგიც ფარმაცევტული მილიარდერია და მართავს შანხაიში მდებარე Jiangsu Hengrui Medicine- ს.
ჟონგი თავის ქალიშვილ სუნ იუანთან ერთად ფლობს ფარმაცევტული კომპანია Hansoh-ის სამ მეოთხედს.
Hansoh ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის ივნისში გამოჩდა.
თომას ფრისტ უმცროსი და ოჯახი – 17 მილიარდი დოლარი (აშშ)
ამერიკის ყოფილი საჰაერო ძალების ფრენის ქირურგმა, თომას ფრისტ უმცროსმა ფარმაცევტული კორპორაცია მამასთან ერთად 1968 წელს დააარსა.
HCA ფლობს და 185 მოქმედ საავადმყოფოს და 1800 სამედიცინო დაწესებულებას აშშ-ს 21 შტატში, ასევე ლონდონში.
უმცროსი ფრისტი HCA-ში ხელმძღვანელის თანამდებობას არ იკავებს, თუმცა დირექტორთა საბჭოში მისი ვაჟები -თომას ფრისტი III და უილიამ ფრისტი მსახურობენ.
ანდრეას სტრუენგმანი და ოჯახი – 16,2 მილიარდი დოლარი (გერმანია)
ანდრეას სტრუენგმანმა და მის ტყუპმა ძმამ თომასმა 2005 წელს მწარმოებელი კომპანია Hexal დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად Novartis- სს მიჰყიდეს.
ძმებმა Hexal 1986 წელს დააარსეს. კომპანია ქოლესტერინის შემცირების წარმატებულ პრეპარატს სიმვასტატინს აწარმოებდა. ძმები მათი ინვესტიციური ფირმის Santo Holding მეშვეობით, რომელიც შვედეთში მდებარეობს, ინვესტიციებს აკეთებენ ბიოტექნიკურ, ფარმაცევტულ, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ჯანდაცვის კომპანიებში.
მათ პორტფელში შედის გერმანიის BioNTech და ურუგვაის Mega Pharma.
თომას სტრუენგმანი და ოჯახი – 16,2 მილიარდი დოლარი (გერმანია)
თომას სტრუენგმაი ანდრეასის ტყუპისცალი ძმაა, რომლის შესახებაც მეცხრე პოზიციაზე ვწერთ.
ძმები ინვესტიციებს აკეთებენ ბიოტექნიკურ, ფარმაცევტულ, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ჯანდაცვის კომპანიებში.
თომასმა კარიერული განვითარება მის ძმასთან ერთად გამოიარა და ისტორია იდენტურია. იგი 15,7 მილიარდ დოლარს ფლობს.
სუნ პიაონგი – 15,9 მილიარდი (ჩინეთი)
სუნ პიაონგმა ყოფილი სახელმწიფო კომპანია Jiangsu Hengrui Medicine ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ მწარმოებლად გარდაქმნა.
სუნი კომპანიის ხელმძღვანელი 1990 წელს, 32 წლის ასაკში გახდა.
მისი მეუღლე მეორე ფარმაცევტული კომპანიის “Hansoh Pharmaceutical-ის“ თავმჯდომარე, რომელიც ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის ივნისში წარადგინეს.
საირუს პუნავალა – 12,7 მილიარდი დოლარი (ინდოეთი)
ცხენის მომშენებლის ვაჟმა, საირუს პუნავალამ 1966 წელს “Serum Institute of India“ დააარსა და მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი გახადა.
ყოველწლიურად შრატისგან 1,5 მილიარდ დოზაზე მეტი სხვადასხვა ვაქცინა მზადდება. მათ შორის წითელის, პოლიომიელიტის და გრიპის ვაქცინები.
მისი ვაჟის, ადარის ხელმძღვანელობით, Covid-19 ვაქცინების ახალი ქარხნის ასაშენებლად, კომპანიამ 800 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. კომპანია თანამშრომლობს Covid-19-ის ვაქცინების მწარმოებლებთან, მათ შორის ინსტიტუტთან, რომელიც AstraZeneca- ს აწარმოებს.