„დისნეილენდმა“ მუშაობა განაახლა

13-თვიანი პაუზის შემდეგ კალიფორნიაში დისნეილენდი გაიხსნა.

თუმცა გასართობი პარკი ჯერ მხოლოდ ადგილობრივებს მასპინძლობს. ამის შესახებ Usa Today წერს.

კალიფორნიის შტატის მოსახლეობის მესამედზე მეტი უკვე აცრილია, რაც ატრაქციონების ამუშავების წინაპირობა გახდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პარკში მისულები ამბობენ, რომ ჩაკეტვის შემდეგ განტვირთვა საუკეთესო წამალია.

 

“იმედინიუსი”