გასული 24 საათის განმავლობაში, მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 15 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,697 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: ptn.ge