ნიკა ნარსიას მეგობრები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან!
მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ნიკა ნარსია ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. სამხარეო პოლიციასთან ნარსიას მეგობრები მივიდნენ და მისი დაკავება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, ისინი ნარსიას გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.
საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ცნობისთვის, ნარსია გუშინ ქუთაისში სასაფლაოზე შესვლის მცდელობის დროს დააკავეს.
წყარო: itv.ge