რას მიაღწია პუტინის რუსეთმა და რას ვერ ვაღწევთ ჩვენ – მერაბ ბლადაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში იპოთეკარების პრობლემას ეხმაურება და მაგალითად რუსეთი მოაქვს:

პუტინის რუსეთში, პუტინისგან მართულმა დუმამ მიიღო კანონი, რომ უკანასკნელი საცხოვრებელი ბინიდან, ოჯახს ვერ გამოასახლებენ და ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ოჯახებს ასახლებენ ისე, არც კითხულობენ, თუ სად გაათევენ ღამეს?

მივმართავ იურისტებს: დაწერეთ ვინმემ კანონპროექტი და ერთად, აქციის ფონზე შევხვდეთ პარლამენტარებს და სახალხოდ გადავცეთ ეს კანონპროექტი… გარწმუნებთ, იძულებულნი გახდებიან, მიიღონ ეს კანონი… მით უმეტეს, წინ არჩევნებია და მოგება სჭირდებათ – აღნიშნა მერაბ ბლადაძემ საკუთარ გვერდზე.